უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, უკრაინა დღეს საქართველოს თავისუფლებისთვისაც იბრძვის და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ზელენსკისა და მის გუნდს ქართველი ხალხის მიმართ გამორჩეული სიმპატია აქვს.
"უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება. დღეს უკრაინა იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვისაც და პრეზიდენტ ზელენსკის, ანდრეი ერმაკს, მთელ გუნდს გამორჩეული სიმპატია აქვს ქართველი ხალხის მიმართ. უკრაინასთან ურთიერთობას ძირს უთხრის ოლიგარქის მე-5 კოლონა რომელიც გარდა მოსკოველი პატრონების მითითების შესრულებისა ასევე ხელს ითბობს საქართველოს და უკრაინის ინტერესების ღალატზე. ძალიან მალე ამ ყველაფერს საკადრისი პასუხი გაეცემა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, 3 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს.
აღნიშნულის შემდეგ, 4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარების გამო მკაცრი პროტესტი გამოხატეს.
განცხადების თანახმად, უკრაინის დიპლომატიურმა უწყებამ ზაქარაშვილს შესთავაზა თბილისში დაბრუნება კონსულტაციების გასავლელად და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად.
ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი გუშინ, 6 ივლისს დატოვა.
აღნიშნულის შემდეგ, დღეს, 7 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს ელჩთან არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press