უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, "აზოვის" პოლკის მეთაურებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ანტონ გერაშენკო ავრცელებს.
გერაშენკოს ინფორმაციით, პრეზიდენტმა შეკრებილ მოქალაქეებს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სასულიერო პირებს სიტყვით მიმართა.
"ისინი იბრძოდნენ უკრაინისთვის, იბრძოდნენ გმირულად. მათ გაიარეს რუსული ტყვეობა, შემდეგ თურქეთში იყვნენ 300 დღეზე მეტი. დროა, ისინი სახლში დაბრუნდნენ“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს მარიუპოლში მდებარე "აზოვსტალის" ქარხნის უკრაინელი მცველები 3-თვიანი ალყის შემდეგ რუსულ ძალებს დანებდნენ. უკრაინელი სამხედროები რუსებმა დონეცკის ტერიტორიაზე, ქალაქ ოლენივკაში გადაიყვანეს.
სექტემბერში, გაცვლის ფარგლებში, გაათავისუფლეს უკრაინელი დამცველები, რომელთა შორისაც "აზოვის" პოლკის მეთაურები - დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერხეი ვოლინა, დენის შლეგა და ოლეგ ხომენკო იყვნენ.
აღნიშნულის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მცველები თურქეთში იქნებოდნენ. ამას ითვალისწინებდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მიღწეული შეთანხმება.
დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერხეი ვოლინა, დენის შლეგა და ოლეგ ხომენკო უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად სწორედ თურქეთიდან დაბრუნდნენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press