უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული გვარდიის მეთაურად საბრძოლო ოფიცერი ალექსანდრე პივნენკო დანიშნა. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ლვოვში თურქეთიდან „აზოვის“ მეთაურებთან ერთად დაბრუნების შემდეგ განაცხადა.
პრეზიდენტმა ეროვნული გვარდიის ახალ მეთაურს გამარჯვება უსურვა.
„ჩვენს შორის ახლა არის უკრაინის გმირი ალექსანდრე პივნენკო, ეროვნული გვარდიის ძლიერი ჯარისკაცი, საბრძოლო ოფიცერი, გამოირჩეოდა რუს ოკუპანტებთან ბრძოლებში, კერძოდ, ბახმუტისთვის ბრძოლებში. უკრაინის გმირი ალექსანდრე პივნენკო უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურად დავნიშნე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინაში, თურქულ მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ, "აზოვსტალის" ხუთი დამცველი დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერხი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო და დენის შლეგა დაბრუნდნენ.
ჯარისკაცები რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ თურქეთში იმყოფებოდნენ.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დამცველებს სტამბოლის აეროპორტში დახვდა და მათთან ერთად ლვოვში ჩავიდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press