Foto

კულება - ვილნიუსის სამიტის შემდეგ უკრაინისთვის ნატოსკენ გზა შემოკლდება

უკრაინისა და ნატოსთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკვე შეთანხმებულია. ვილნიუსის სამიტის შემდეგ უკრაინის გზა ალიანსისკენ უფრო შემოკლდება,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.

კულებას განცხადებით, აღნიშნული შედეგის მიღწევა უახლოესი პარტნიორების ჩართულობით მოხერხდა.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომლის შესახებაც, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, გვითხრეს, რომ ასე არ მოხდებოდა, მაგრამ უახლოეს პარტნიორებთან ერთად ჩვენ ეს შევძელით. ნატოსთვის ამ შესაძლებლობის დაკარგვა ნიშნავს პუტინისთვის საჩუქრის გაკეთებას იმ დროს, როდესაც ის ყველა ფრონტზე უნდა იყოს შეკუმშული. მუშაობა გრძელდება, მათ შორის შაბათ-კვირას და ვილნიუსში ნატო-ს სამიტის დეკლარაციის მიღების ბოლო წუთამდე“,- წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.