ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
თურქული მედიის ცნობით, საუბრისას ორი ქვეყნის პირველმა პირმა უკრაინის პოზიცია ნატოში, შვედეთის ალიანსში გაწევრიანება და თურქეთის ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
მედიის ინფორმაციით, ბაიდენი და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ ვილნიუსში პირისპირ შეხვედრისას თურქეთ-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონულ საკითხებზე ისაუბრებენ.
თურქეთის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს უთხრა, რომ შვედეთმა სწორი მიმართულებით გადადგა გარკვეული ნაბიჯები ანტიტერორისტულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით, მაგრამ კონკრეტული ტერორისტული ორგანიზაციების მომხრეები თავისუფლად განაგრძობენ ტერორიზმის მხარდამჭერი დემონსტრაციების ჩატარებას, რაც ქვეყნის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს უსაფუძვლოს ხდის.
ერდოღანის თქმითვე, თურქეთი პრინციპული და ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში და ქვეყანას სურს, რომ ნატოს ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირის წამყვან ქვეყნებსა და ხელმძღვანელობას თურქეთის გაწევრიანებაზე მკაფიო გზავნილები ჰქონდეთ.
ცნობისთვის, ნატოს ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press