ნატოს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.
კულება მიესალმება გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის გზას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ ამოკლებს.
"ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ნატოს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე. მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას ნატოსკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ უკრაინის გაწევრიანების შესახებ მეტი სიცხადე იყოს",- წერს კულება Twitter-ზე.
ცნობისთვის, ნატოს ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press