დიდ ბრიტანეთში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მეფე ჩარლზ მესამეს უინძორის სასახლეში შეხვდა.
როგორც BBC წერს, მეფე ჩარლზისთვის ჯო ბაიდენი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ის მონარქის რანგში შეხვდა, თუმცა, 1959 წელს, როდესაც პრინცი ჩარლზი 10 წლის იყო, მან ბალმორალში პრეზიდენტი ეიზენჰაუერი გაიცნო. 1970 წელს კი, თეთრ სახლში პრეზიდენტ ნიქსონს შეხვდა.
ბაიდენი მეფე ჩარლზთან შეხვედრამდე დაუნინგ სთრითზე იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან გამართა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ბრიტანეთიდან ლიეტუვას, იქიდან კი ფინეთს ეწვევა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press