ეს არის ისტორიული მომენტი ნატოსთვის,- ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაა თანახმაა, მხარი დაუჭიროს შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.
როგორც სუნაკი Twitter-ზე წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების გარანტიებს ზრდის.
„ეს არის ისტორიული მომენტი ნატოსთვის, რომელიც ყველას უფრო უსაფრთხოს გვხდის.
მოუთმენლად ველით შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას“,- წერს სუნაკი.
ცნობისთვის, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, მხარი დაუჭიროს შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას.
სტოლტენბერგის თქმით, თურქეთის ლიდერი შვედეთის წინადადებას ანკარაში პარლამენტს გადაუგზავნის და "რატიფიცირებას უზრუნველყოფს".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press