ჯერჯერობით ნატო არ არის მზად არც უკრაინის ნატოში მიღებისა და არც საქართველოს ნატოში მიღებისთვის,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, საქართველო, ნატოსა და ევროკავშირთან თავსებადობის კუთხით, ლიდერი სახელმწიფოა.
"გახსოვთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ულტიმატუმი წააყენა როდესაც თქვა, რომ თუ ნატოში მიღების კონკრეტული გეგმა არ იქნება უკრაინისთვის გაცხადებული, მე ამ სამიტს არ დავესწრებიო... საქართველო რეფორმების კუთხით, ნატოსა და ევროკავშირთან თავსებადობის კუთხით, ყველა ობიექტური შეფასებითა და მონაცემით, არის ლიდერი სახელმწიფო. უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი რუსეთისთვის იყო უკრაინის სწრაფვა ნატოსკენ... ომისა და სისხლის ფასად შანსი [ნატო] არ გვჭირდება",- უთხრა ირაკლი ქადაგიშვილმა "მთავარ არხს".
შეგახსენებთ, 11-12 ივლისს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი იმართება. საქართველოს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press