Foto

აქუბარდია - უკრაინა მაპ-ის გარეშე ნატოში წევრობის შესაძლებლობას მიიღებს - ამ მოცემულობაში საქართველო არსად აღარ არის

უკრაინა მაპ-ის გარეშე ნატოში წევრობის შესაძლებლობას მიიღებს, რაც არის გზის დამოკლება და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ამ მოცემულობაში საქართველო არსად აღარ არის", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, რუსეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე, ნატოს წევრობა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.

"თქვენ ღიად  განაცხადეთ უარი შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომელსაც ნატო მიესალმა და  ნატოში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობა უწოდა. თქვენ არაფერი არ გააკეთეთ ამ წლების მანძილზე იმისთვის რომ  დემოკრატიულ რეფორმები წინ წაგეწიათ. ნატო არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი საგარეო პრიორიტეტი და ნატოს წევრობა არის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია მოცემულობაში, როდესაც საქართველოს აქვს  საფრთხე, რომ რუსული გავლენის სივრცედ კვლავ იქცეს. ამ მოცემულობაში „ქართული ოცნების" კურსი სწორედ ჩვენი უსაფრთხოების პრიორიტეტებს უპირისპირდება და აძლიერებს რუსეთის გავლენებს", - მიმართა აქუბარდიამ "ქართული ოცნების" დეპუტატებს.