ვფიქრობ, პუტინს ჰგონია, რომ მას წარმატების მიღწევა და ნატოს გატეხვა შეუძლია - ის ამას ვერ შეძლებს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბაიდენის თქმით, სტოლტენბერგის ლიდერობას უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე თქვენ აგრძელებთ ნატოს ხელმძღვანელობას. თქვენ გენდობიან და თქვენზე უკეთ ვერავინ ერკვევა სიტუაციაში, რომლის წინაშეც ვართ. ნამდვილად ისტორიული მომენტია, როდესაც შვედეთი და ფინეთი უერთდებიან ალიანსს. ამიტომ, თქვენს ლიდერობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
თქვენ არაერთხელ მოგისმენიათ აშშ-ის პრეზიდენტისგან, რომ პუტინს ჰგონია, მას წარმატების მიღწევა და ნატო-ს გატეხვა შეუძლია. ის ამას ვერ შეძლებს განსაკუთრებით, თქვენთან ერთად“,- მიმართა ჯო ბაიდენმა იენს სტოლტენბერგს.
შეგახსენებთ, 11-12 ივლისს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი იმართება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press