რუსეთი გეგმავს საპასუხო ზომების მიღებას შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, ამის შედეგი რუსეთისთვის „ცალსახად ნეგატიური“ იქნება.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია გეგმავს იმავე ზომების მიღებას, რასაც ფინეთის ალიანსში გაწევრიანებისას გეგმავდა.
ცნობისთვის, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, მხარი დაუჭიროს შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას.
სტოლტენბერგის თქმით, თურქეთის ლიდერი შვედეთის წინადადებას ანკარაში პარლამენტს გადაუგზავნის და "რატიფიცირებას უზრუნველყოფს".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press