საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ნატოს ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებას აზიარებს და წერს, რომ ყველა სიტყვას ეთანხმება, რომელიც აღნიშნულ სამიტამდე დაწერა.
„ნატოს ვილნიუსის სამიტის შემდეგ, კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე“,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე Twitter-ზე.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში სამიტის გამართვამდე ერთი დღით ადრე, Twitter-ზე ვრცელი ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზს უსვამდა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press