უკრაინა ნატოში გაწევრიანებას ომის მოგების შემდეგ უნდა დაელოდოს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
პენსის თქმით, "მნიშვნელოვანია, აშშ-მა უკრაინას მიაწოს ის, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება".
„გულწრფელად მჯერა, რომ როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერმა და დემოკრატიის არსენალმა, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინელებს მიაწოდოს ის, რაც მათ სჭირდებათ ბრძოლისა და გამარჯვებისთვის და მოიგერიონ ეს არაპროვოცირებული რუსული შეჭრა, მაგრამ ნატოს წევრობის საკითხზე მე ვილაპარაკე ვოლოდიმირ ზელენსკისთან - ვფიქრობ, ყველა უნდა დაველოდოთ ომის მოგებას“,- ამბობს პენსი.
როგორც CNN წერს, პენსი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, აშშ-ის მიერ უკრაინის მიმართ მხარდაჭერის ძლიერი დამცველი გახდა, ჯერჯერობით ერთადერთი "რესპუბლიკელი" საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელიც ომში მყოფ ქვეყანას ეწვია.
ცნობისთვის, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი მიმდინარეობს. გუშინ, 11 ივლისს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის სამიტის პირველი დღის შედეგების შემდეგ, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის MAP-ი (ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა) გააუქმონ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press