ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა ნიკა გვარამიებთან,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი არჩილ თალაკვაძე "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასა და ევროპარლამენტარების შეხვედრებს.
როგორც თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, გვარამია მედიას ამოფარებული წინა ხელისუფლების დამნაშავე პოლიტიკოსია.
"ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა ნიკა გვარამიებთან - პრინციპში, იმ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობდნენ, ქართული საზოგადოების თვალში ნაცარი შეეყარათ და ის წარმოეჩინათ, როგორც თავისუფალი მედიის ფლაგმანი მსოფლიოში... პირდაპირ გეტყვით, რომ არავითარი თავისუფალი მედიის წარმომადგენელი ის არ გახლავთ, ის არის ჟურნალისტებს და მედიას ამოფარებული წინა ხელისუფლების დამნაშავე პოლიტიკოსი",- თქვა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, "მთავარი არხის" დაფუძნებელი ნიკა გვარამია მეორე დღეა, რაც სტრასბურგში იმყოფება და ევროდეპუტატებს ხვდება. ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის ინფორმაციით, თბილისის დროით, 19:00 საათზე გვარამიასა და ევროპარლამენტარების ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. 22 ივნისს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" დამფუძნებელი შეიწყალა.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press