მესიჯი ვილნიუსის სამიტიდან ძალიან მკაფიო იყო, რაც გულისხმობდა იმას, რომ ნატოს კარი საქართველოსა და უკრაინისთვის ღია რჩება,- ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ვილნიუსში ჩატარებულ ნატოს სამიტს.
როგორც ელჩმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად კონკრეტული რეფორმებია საჭირო, რეფორმების განხორციელება კი, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
"გასაწევრიანებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ეს ნაბიჯები უნდა იყოს მკაფიო. საუბარია რეფორმებზე, მათ შორის სასამართლო რეფორმასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე საიმისოდ, რომ საქართველო იყოს სტაბილური ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. რეფორმების გასატარებლად ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა საჭირო",- თქვა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართა.
11 ივლისს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის სამიტის პირველი დღის შედეგების შემდეგ, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის MAP-ი (ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა) გააუქმონ.
რაც შეეხება საქართველოს, როგორც გამოქვეყნებულ კომუნიკეშია ნათქვამი, ნატო "ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით, MAP-ით, რაც პროცესის განუყოფელი ნაწილია".
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press