ეჭვგარეშეა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ნატოს წევრი გახდება,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
როგორც ოსტინმა CNN-ს უთხრა, უკრაინის აღჭურვილობის ნატოს სტანდარტებთან მიახლოებისთვის "ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი".
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვაკეთებთ ამას, როცა ისინი მტერს ებრძვიან, კიდევ მეტი იქნება გასაკეთებელი რათა უზრუნველვყოთ მათთვის სრული შესაძლებლობების ქონა",- თქვა ოსტინმა.
ცნობისთვის, 11-12 ივლისს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი გაიმართა.
11 ივლისს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის სამიტის პირველი დღის შედეგების შემდეგ, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის MAP-ი (ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა) გააუქმონ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press