ერთადერთი ვისზე ეჭვი არ მაქვს, ჩემს თავზე არ მაქვს,- ასე ეხმაურება ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც მეუფე ანტონმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, "ასეთი რამ ჰაერიდან არ ჩნდება".
"წარმოუდგენელია, სიმართლე გითხრათ. ფაქტი ისაა, რომ ორგანიზმში აღმოჩენილია და ეს ისეთი რამაა, რომ ჰაერიდან არ ჩნდება. ერთადერთი ვისზე ეჭვი არ მაქვს, ჩემს თავზე არ მაქვს",- ამბობს მეუფე ანტონი.
შეგახსენებთ, 5 ივლისს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს.
6 ივლისს კი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული, მისი ავადმყოფობა ვიღაცის ინტერესში იყოს.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press