Foto

უკრაინელი გენერალი ადასტურებს, რომ კიევმა აშშ-სგან კასეტური საბრძოლო მასალა მიიღო - CNN

უკრაინელი გენერალი ოლექსანდრ ტარნავსკი CNN-თან ადასტურებს, რომ კიევმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან კასეტური საბრძოლო მასალა მიიღო. 

გენერლის განცხადებით, უკრაინას იარაღი ჯერ არ გამოუყენებია.

”ჩვენ ახლახან მივიღეთ ის. ჯერ არ გამოგვიყენებია, მაგრამ მას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ვითარება [ბრძოლის ველზე]. მტერსაც ესმის, რომ ამ საბრძოლო მასალის მიღებით ჩვენ გვექნება უპირატესობა. მტერი დათმობს ყველა იმ ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია მისი გამოყენება“,- ამბობს ოლექსანდრ ტარნავსკი.

ცნობისთვის, 7 ივლისს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს.

"რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა უკრაინას ეს სჭირდება",- თქვა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.