რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ "მარცვლეულის შეთანხმებით" გათვალისწინებული არცერთი პირობა ამ დრომდე შესრულებული არ არის.
როგორც პუტინი ამბობს, რუსეთი მზად არის, შეაჩეროს "მარცვლეულის შეთანხმება" თუ მოსკოვის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ყველა პირობა შესრულდება, ქვეყანა შეთანხმებას ისევ დაუბრუნდება.
„რაც შეეხება იმ პირობებს, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად, იყო პუნქტები გაეროსთან შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო რუსეთის ინტერესებიც - ლოჯისტიკა, დაზღვევა, ფულადი მოძრაობა, რაც დაკავშირებულია გადახდებთან ჩვენი წარმოებისთვის და ბევრი სხვა რამ - საერთოდ არაფერი გაკეთებულა...
ჯერ დაპირებების შესრულება და შემდეგ ჩვენი მონაწილეობა... ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ მონაწილეობა ამ გარიგებაში. თუ ყველა კიდევ ერთხელ იტყვის, რომ ჩვენთვის ყველა დაპირება შესრულდება - კარგი, დაე, შეასრულონ და ჩვენ დაუყოვნებლივ შევუერთდებით ამ გარიგებას“,- ამბობს პუტინი.
ცნობისთვის, "მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა 17 ივლისს ეწურება, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press