პენტაგონი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაპირებული კასეტური საბრძოლო მასალა უკვე მიიღო.
განცხადება აღნიშნულის თაობაზე, 13 ივლისს, პენტაგონში, გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა გააკეთა.
სიმსს არ დაუკონკრეტებია, გამოიყენა თუ არა უკვე უკრაინამ მიღებული იარაღი.
აღსანიშნავია, რომ კიევისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემა პენტაგონამდე უკრაინელმა გენერალმა, ოლექსანდრ ტარნავსკიმ დაადასტურა.
ტარნავსკიმ CNN-თან საუბრისას თქვა, რომ იარაღი უკვე უკრაინაშია, თუმცა ფრონტის ხაზზე მისი გამოყენება ჯერ არ მომხდარა.
ცნობისთვის, 7 ივლისს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს.
"რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა უკრაინას ეს სჭირდება",- თქვა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press