რა განსხვავებაა ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი ვაშაძეს შორის - არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის. ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" აერთიანებს ერთი რამ - აგენტურა - ისინი უცხოელი გავლენის აგენტები არიან.
"სინამდვილეში, ეს ადამიანები წარმოადგენენ ერთ პოლიტიკურ ძალას, ამიტომ ვუწოდებთ ჩვენ მათ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას". რა განსხვავებაა ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის - არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის. ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა", რომელიც ერთი რამით არის გაერთიანებული - ეს არის აგენტურა. ისინი არიან უცხოელი გავლენის აგენტები და ეს არის მთავარი, რაც მათ აერთიანებთ. აქედან გამომდინარე, სხვაობა მათ შორის არის პირობითი - ვაშაძე იქნება, გვარამია, ხაბეიშვილი თუ ნებისმიერი სხვა, ერთია, რომ მათ ერთიანობას გამოხატავს და მეორე - ეს აჩვენებს იმას, რომ სრულ დეფიციტი აქვთ. არცერთი ლიდერი არ არის კოლექტიურ "ნაცმოძრაობაში". საუბარია როგორ ხალხზე, წარმოიდგინეთ - როცა მეტი არჩევანი არ გაქვს - ხაბეიშვილი, გვარამია, ვაშაძე და ა.შ. აქედან ჩანს, როგორი საკადრო შიმშილია "ნაცმოძრაობაში". არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება, არაფერი არ მოსდგამთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს წარმოადგენენ "ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელობას",- განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ "ერთადერთი შანსი აქვთ, რომ წააგებენ არჩევნებს".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press