რაც მეტს ივლის ხაბეიშვილი რეგიონებში, მით უკეთესია. არათუ ხელი უნდა შეუშალოს ამას ვინმემ, პირიქით, რაც შეიძლება მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ხაბეიშვილის რეგიონებში სიარულს იმიტომ, რომ უფრო კარგად გამოჩნდება ამ აგენტურის, კოლექტიური "ნაცმოძრაობის", პარტია „ნაცმოძრაობის“ სახე,- ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის რეგიონებში ვიზიტის შესახებ დასმულ შეკითხვას.
კობახიძის განცხადებით, ხაბეიშვილი და გამარჯვება ურთიეთსაპირისპირო ცნებებია.
„ხაბეიშვილის გამარჯვება საოცრებაა, ეს ერთგვარი ოქსიმორონია. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, წინა შემთხვევის დროსაც, არ მახსოვს კასპი იყო თუ საგარეჯო, როდესაც ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ სამოქალაქო აქტივისტები, მე ვთქვი, რომ ეს არ არის სწორი, ეს არ არის მიზანშეწონილი. არ შეიძლება ხაბეიშვილი ხელოვნურად აქციო რაღაც მნიშვნელოვან ფიგურად.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, როგორც წინა შემთხვევაში, აქაც მოვუწოდებ მე ნებისმიერ ადამიანს, სამოქალაქო აქტივისტებს, ჩვენს მხარდამჭერებს და ა.შ. რომ პირიქით, რაც შეიძლება მეტი გასაქანი მისცენ ხაბეიშვილს, რომ მეტი იაროს რეგიონებში, მეტად წარმოაჩინოს "ნაცმოძრაობის" ნამდვილი სახე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press