უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მორიგი გაცვლა მოხდა, რომლის ფარგლებშიც, კიევმა 62 ცხედარი დაიბრუნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ცხედრების გადაცემა ჟენევის კონვენციის ნორმებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვით განხორციელდა.
"დღეს სახლში [უკრინაში] 62 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადმოასვენეს. უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადმოსვენება რეინტეგრაციის სამინისტროსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიის ოფისის დახმარებით და ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობით მოხდა",- აცხადებენ სამინისტროში.
სამინისტროს ცნობითვე, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინამ 1 882 დამცველის ცხედრის დაბრუნება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთი არ აკეთებს საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცების აღრიცხვას, რათა არ მოხდეს მათი სრული რაოდენობის დადგენა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press