უკრაინის უმაღლესმა რადამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ დარეგისტრირებულ მიმართვის პროექტს, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა.
უკრაინის სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ინფორმაციით, მიმართვის მიღებას მხარი 285-მა დეპუტატმა დაუჭირა.
უმაღლესი რადა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო, „ჰუმანიტარული აქტის განხორციელების და შეწყალების“ მოთხოვნით მიმართავს.
რადა ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები მიიღონ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press