ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ვერავითარ ლოგიკურ ახსნას,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პოლონელ ექიმთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში "გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა".
როგორც ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ადვოკატის მომართვაში მსჯავრდებულ სააკაშვილთან სამედიცინო პერსონალის დაშვების თაობაზე მითითებული იყო ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ, თუმცა შეთანხმება ვიზიტორების მხრიდან დაირღვა.
„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა თავად სამსახურმა. შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას. ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ვერავითარ ლოგიკურ ახსნას...
ადვოკატის მიერ 3 ივლისის წერილში მითითებული იყო, რომ მოცემული ინფორმაცია იყო კონფიდენციალური, თუმცა, მოგვიანებით საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში იხილა ექიმების საავადმყოფოში შესვლის პროცესი, რასაც მიეძღვნა პოლიტიკური გადაცემები და იმთავითვე თავად დაარღვიეს კონფიდენციალურობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press