არ ვიცი, ჩემკენ რატომ იშვერენ თითს - არავითარი კონტაქტი პოლონელ ექიმებთან არ მქონია,- ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას მალულად, ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.
ალასანია იმედოვნებს, რომ გაკეთდება შესაბამისი განმარტებები და ყველაფერი გაირკვევა.
"არავითარი კონტაქტი მე ამ ადამიანებთან არ მქონია, თუმცა ძალიან მადლობელი ვარ მათი, რომ ჩამოვიდნენ. დანარჩენი მე არაფერი არ ვიცი. ალბათ, გაკეთდება რაღაც კომენტარი იმიტომ, რომ გამომდინარე იმ ინტერესიდან, რომელიც არის ამ ადამიანის [მიხეილ სააკაშვილის] მიმართ დღეს, დასავლეთში ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ინტერესი აქვთ, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა, ასე დამალული ვერ დარჩება დიდხანს. ალბათ, მოვისმენთ კომენტარებს. იქითა მხარეც, ალბათ, თავის განმარტებას მოგვცემს. არ ვიცი, ჩემკენ რატომ იშვერენ თითს - მე არცერთ დონეზე არ ვყოფილვარ, ერთადერთი თანხმობას ვაძლევდი ხოლმე. მე რა გზით უნდა მიმეწოდებინა [ინფორმაცია] იმ ექიმებისთვის, მათთან კონტაქტი არცერთ დონეზე არ მქონია და როგორ უნდა განმემარტა მე? უნდა განემარტათ თვითონ იმათ, ვინც ჩამოიყვანა და ვინც ამ ხალხთან იყო კონტაქტში",- უთხრა ალასანიამ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, გუშინ, 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეოკადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს", კერძოდ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press