Foto

ყველა, ვინც გაეკარა სააკაშვილის საკითხს, შერცხვა - პაპუაშვილი

ყველა, ვინც გაეკარა მიხეილ სააკაშვილის საკითხს, შერცხვა საქართველოს წინაშე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროპარლამენტარებისგან "ბოდიშს მოელის".

"ჩვენ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვართ ერთ აზრზე, რომ ეს ყველაფერი ეყრდნობა ტყუილს, ეს თქვა ზუსტად სტრასბურგის სასამართლომ, რომ მას მიეწოდება ყველა სათანადო სერვისი და სინამდვილეში ის არის თვითდაზიანების პროცესში.

ყველა, ვინც გაეკარა მიხეილ სააკაშვილის საკითხს, შერცხვა საქართველოს წინაშე. შერცხვა ევროპარლამენტი, რომელმაც მიიღო დეზინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციები; შერცხვა მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ მადლობა გადაეხადა საქართველოსთვის, ელჩი გამოაძავე უკრაინიდან; შერცხვნენ ყოფილი ელჩები, რომლებიც მონაწილეები არიან ამ დეზინფორმაციის; შერცხვნენ მოქმედი ელჩები საქართველოში, რომლებმაც დემარშით მიაკითხეს იუსტიციის მინისტრს... ერთადერთი რასაც მოველი ევროპარლამენტარებისგან, არის ბოდიში",- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 44-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართა, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში გადაყვანას.