ევროპარლამენტარებმა ნაცვლად იმისა, რომ მოგვმართონ და გარკვეული რჩევები მოგვცენ, ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული "დეზინფორმაციული კამპანია" უნდა დასრულდეს.
"მე ვფიქრობ, რომ ეს მორიგი მცდელობა არის ახალი სპექტაკლის დადგმის, იგივე ეს წერილები რაც ჩვენ მივიღეთ, თუნდაც ევროპარლამენტარებისგან და მე მინდა ასევე გავიმეორო ის, რაც ჩვენი გუნდის წევრებმა თქვეს უკვე, რომ ჩვენ ნაცვლად იმისა, რომ მათ მოგვმართონ და გარკვეული რჩევები მოგვცენ, მე მათ კიდევ ერთხელ შევახსენებდი, რომ მათ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, აი, ამ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი მოწამლა მთავრობამ და კვდება და ასე შემდეგ. ამიტომ, ეს საკითხი მინდა, რომ დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს",- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ 44-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართა, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში გადაყვანას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press