ჩემთვის გაუგებარია აბსოლუტურად, უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ კონცენტრირება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, "მთის დღეების" ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინამ "ჯერ საკუთარ თავს, საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ტერიტორიების დეოკუპააციას" მიხედოს.
"ახლა რაც შეეხება უკრაინის საკითხს და უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, მე ადრეც ვთქვი და მინდა გავიმეორეო, ყოვლად გაუმართლებელია, აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მე არ მინდა დეტალებში შევიდე, რადგან ქვეყანა არის უმძიმეს ომში და უმძიმეს ვითარებაში და მე მინდა მათ ვუსურვო მშვიდობა და ომის მალე დასრულება, გამარჯვება და თავის ტერიტორიების დაბრუნება. ეს ერთი.
რაც მთავარია ის უბედურება, რაც ხდება, ყოველ დღე ასეულობით ადამიანი იღუპება, ეს არის უბედურება და კატასტროფა ხდება პირდაპირ. 20 მილიონმა უკრაინელმა დატოვა საკუთარი სახლი, 20, მილიონი უკრაინელის მიგრაცია მოხდა ბოლო 1 წელიწადში, ეს არის ტრაგედია, მეგობრებო. და ტერიტორიების 20 პროცენტი უკვე დაკარგული აქვთ და ზარალი, ზიანი, რომელიც მიადგა უკრაინას ამ ომის შედეგად არის, ამბობენ, ტრილიონ დოლარზე მეტი უკვე. აი, ეს არის მთავარი.
ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია აბსოლუტურად, უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ კონცენტრირება. ეს ხომ ძალიან ხელოვნურია და ეს ხომ კიდევ ერთხელ აძლიერებს თუნდაც კონცპირაციულ თეორიას, რომელიც ძალიან ბევრი მოგვისმენია ჩვენს ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ. რატომ უნდა ჰქონდეს მოტივაცია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელს, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე იყვნენ კონცენტრირებულნი მაშინ, როცა მე რაც ჩამოგითვალეთ, 20 მილიონი უკრაინელის მიერ საკუთარი სახოვრებელი სახლების დატოვება, ტრილიონი დოლარის ზიანი და 20 პროცენტი ოკუპირებული ტერიტორიები - ჯერ მიხედონ საკუთარ თავს და მიხედონ საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ტერიტორიების დეოკუპააციას. ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, გეგმა გვაქვს და მივყვებით ამ გეგმას თანმიმდევრულად. ჩვენ არ გვჭირდება არავის, არც რჩევა და არც მით უმეტეს მათი ჩარევა შიდა პოლიტიკურ საქმეებში, ეს არის ყოვლად მიუღებელი",- განაცხადა პრემიერმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press