თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, მაშინ ნატოს წევრობა რაღა საჭიროა?- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნატოს ვილნიუსის სამიტზე თქვეს, რომ უკრაინას "მაპი აღარ დასჭირდება, მაგრამ ვერ გახდება ნატოს წევრი სანამ რუსეთს არ დაამარცხებს".
„მე ღიმილით ვუყურებდი იმ სიუჟეტებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი გაუბედურებული ოპოზიციის ტელევიზიებში ისმოდა. თქვენ იცით, რომ ესეიგი თავიდან სურათი წარმოაჩინეს, რომ თითქოს რაღაც სასწაული მოხდა ნატოს სამიტზე და უკრაინამ დეოკუპაციაც მოახდინა უკვე, გაიმარჯვა, სასწაული მოხდა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა და რა მოხდა რეალურად რომ ვთქვათ, კითხვა დავსვათ. გარდა იმისა, რომ თქვეს, რომ მაპი აღარ დასჭირდება, ჩვენ პირდაპირი განცხადებები მოვისმინეთ, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი სანამ, ითქვა, რომ რუსეთს არ დაამარცხებს. და კითხვა მაქვს - თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, მაშინ ნატოს წევრობა რაღა საჭიროა? აქედან დავიწყოთ.
ნატო არის უსაფრთხოების გარანტი, მთავარი, ვინც შეიძლება, რომ უსაფრთხოების გარანტია მისცეს რომელიმე სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არის ნატო. სხვა, უკეთესი მსოფლიოში დღეს არ არსებობს ქოლგა ორგანიზაცია. ჩვენ ამიტომ მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული პირდაპირი, ასე ვთქვათ, განცხადებები დასავლეთის ლიდერებისგან, რომ უკრაინა არ არის მზად, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა და ა.შ.
აღარ მინდა გავაგრძელო, რეფორმებზე იყო საუბარი და აქცენტები გაკეთებული, როცა ქვეყანა არის ომში. ასევე ითქვა, რომ სანამ უკრაინა არის ომში რუსეთთან, უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, რატომ, თქვეს რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვერ დავუშვებთ, ანუ ვერ შევა ნატო და მთელი დასავლეთი, მსოფლიო პირდაპირ კონფლიქტში, სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან",- უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press