უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როდესაც უკრაინის საჰაერო ფარი საკმარისად გაძლიერდება, ქვეყანა რუსული ტერორისგან მთელი ევროპის დაცვას უზრუნველყოფს.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინა არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და მის დაცვაში სხვა ქვეყნებსაც დაეხმარება.
"ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ არ არსებობს ისეთი რუსული რაკეტები, რომლებსაც უკრაინელები ვერ ჩამოაგდებენ და როდესაც უკრაინის საჰაერო ფარი საკმარისად გაძლიერდება და ასეც იქნება, უკრაინა უზრუნველყოფს მთელი ევროპის რეალურ თავისუფლებასა და დაცვას. აქედან იწყება ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოება, უკრაინის სუვერენიტეტი და ძალაუფლება.
ჩვენი სახელმწიფო არასდროს დათმობს თავის სუვერენიტეტს. და ეს უკვე ყველასთვის აშკარაა მსოფლიოში. რაც არ უნდა იყოს რუსული ტერორი, ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის თავისუფლება მაინც შენარჩუნდება, ის მაინც გაიმარჯვებს. ყოველწლიურად უკრაინა მხოლოდ გაძლიერდება და დაეხმარება სხვა თავისუფალ ერებს, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და ააშენონ უსაფრთხოება. უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება",- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press