წყნეთში, სადაც ტრაგედია მოხდა, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წყნეთში 16 წლის ბიჭის დენის დარტყმის შედეგად გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კალაძის თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები ტრაგედიამდე ორი დღით ადრე დაიწყო, რაც მომხდართან კავშირში არ არის.
„რაც შეეხება დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შაბათს ტერიტორიაზე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, კვირას აღნიშნული სამუშაოები არ ჩატარებულა, ხოლო ორშაბათს უბედური შემთხვევა მოხდა. ყველა სამუშაოს დროს, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები არის გათვალისწინებული. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, მოსამზადებელი სამუშაოები მის მოწყობასაც გულისხმობდა. უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ იყო დაწყებული, მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები, რომ ტერიტორიაზე ღობე და შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები ყოფილიყო გათვალისწინებული“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, 10 ივლისს წყნეთში, ე.წ. სამთავრობო ზონაში 16 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press