რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა.
პესკოვის თქმით, შეთანხმების შეწყვეტის მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობაა.
„ფაქტობრივად, დღეს შეწყდა შავი ზღვის ხელშეკრულებების მოქმედება. როგორც ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო ვადაა 17 ივლისი. სამწუხაროდ, ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, არ შესრულდა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება“,- თქვა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "როგორც კი შესრულდება შეთანხმებების ნაწილი", რომელიც ეხება რუსეთს, მოსკოვი დაუყოვნებლივ „დაუბრუნდება ამ გარიგების განხორციელებას“.
ცნობისთვის, "მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა დღეს, 17 ივლისს ეწურება, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press