ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი "მარცვლეულის შეთანხმების" შეჩერების შესახებ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ცინიკურ ნაბიჯს უწოდებს.
როგორც ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, "ევროკავშირის სოლიდარობის ბილიკები" გააგრძელებს აგროპროდუქტების უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე გატანას.
"მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების" შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოს დაუცველი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. "ევროკავშირის სოლიდარობის ბილიკები" გააგრძელებს აგროპროდუქტების უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე გატანას",- წერს ლაიენი Twitter-ზე.
ცნობისთვის, დღეს, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა.
"მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა დღეს ეწურება, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press