ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" შეწყვეტის შესახებ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ეხმაურება და შეთანხმების აღდგენას ითხოვს.
ბლინკენი რუსეთის გადაწყვეტილებას არაკეთილსინდისიერს უწოდებს.
"რუსეთის გადაწყვეტილება, არ გაახანგრძლივოს მონაწილეობა "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში", არის არაკეთილსინდისიერი",- ამბობს ბლინკენი და რუსეთს შეთნხმების სასწრაფოდ აღდგენისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, გუშინ, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა.
"მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა 17 ივლისს ამოეწურა, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press