Foto

აშშ უკრაინული მარცვლეულის გატანის უზრუნველსაყოფად სხვა ქვეყნებთან მუშაობას გააგრძელებს - კირბი

ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას სხვა ქვეყნებთან უკრაინული მარცვლეულის გატანის უზრუნველსაყოფად,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების" შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, აშშ, მარცვლეულის გადაზიდვების დასაცავად, სამხედრო აქტივების გამოყენებას არ განიხილავს.

„აშშ არ განიხილავს შეერთებული შტატების სამხედრო აქტივების გამოყენებას მარცვლეულის გადაზიდვების დასაცავად“,- განაცხადა კირბიმ.

ცნობისთვის, გუშინ, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა.

"მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა 17 ივლისს ამოეწურა, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.