ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას სხვა ქვეყნებთან უკრაინული მარცვლეულის გატანის უზრუნველსაყოფად,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების" შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, აშშ, მარცვლეულის გადაზიდვების დასაცავად, სამხედრო აქტივების გამოყენებას არ განიხილავს.
„აშშ არ განიხილავს შეერთებული შტატების სამხედრო აქტივების გამოყენებას მარცვლეულის გადაზიდვების დასაცავად“,- განაცხადა კირბიმ.
ცნობისთვის, გუშინ, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა.
"მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა 17 ივლისს ამოეწურა, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press