Foto

გერმანიას აქვს ვალდებულება, მომავალი ომები და დანაშაულები თავიდან აიცილოს - ბერბოკი

გერმანიას აქვს ვალდებულება, თავიდან აიცილოს მომავალი ომები და დანაშაულები მსოფლიოში ყველაზე მძიმე დანაშაულებზე მისი ისტორიული პასუხისმგებლობის გამო,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენმა ბერბოკმა "დოიჩე ველეს" განუცხადა.

როგორც ბერბოკმა გამოცემას ნიუ-იორკში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით უთხრა, გერმანიის წარსული ქვეყანას გენოციდისა და სამხედრო დანაშაულების პრევენციას ავალდებულებს.

„ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და არის საერთაშორისო სამართლის განმტკიცება მომავალი ომების თავიდან ასაცილებლად, გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად“,- ამბობს ბერბოკი.