Foto

პოლიტსაბჭოზე ახალგაზრდების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ - ხაბეიშვილი

პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე იქნა გადაწყვეტილებები მიღებული ახალგაზრდების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული საკითხი პარტიაში ჩატარებულ არჩევნებზე ერთ-ერთი დაპირება იყო, რაც შესრულდა.

"ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იყო შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის და შესაბამისად, ვაგრძელებთ ამ ტრადიციას. პოლიტსაბჭოზე იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული ახალგაზრდების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქტიურად ხედავთ ტელეეკრანებზე, სხვადასხვა საკრებულოებში, საჯარო სივრცეებში, მიეცემათ შესაძლებლობა, თავად წარმართონ და იყვნენ წარმართველები, გადაწყვეტილებების მიმღებები "ნაციონალურ მოძრაობაში",- თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, ირაკლი ფავლენიშვილი გენერალური მდივნის მოადგილის, ნიკოლოზ ჭურაძე კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის უფროსის, თათია ნიკოლაშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ვანო მაღალაშვილი აღმასრულებელი მდივნის მოადგილის, გვანცა გაზდელიანი იურიდიულ სამსახურის უფროსის მოადგილის, ედო ჯავახიძე სამოქალაქო ინტეგრაციის მდივნის, ალექსანდრე კრევო ასათიანი საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილის, გიგი გიგიტელაშვილი სამდივნოს აპარატის უფროსის თანამდებობებს დაიკავებენ.