ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ჰააგის სასამართლოს, რომ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბელარუსი პასუხისმგებელია უკრაინისთვის მიყენებულ ზარალსა და ომის დანაშაულებზე.
დოკუმენტში ევროდეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, მიიღონ ყველა საჭირო ნაბიჯი საერთაშორისო დონეზე, რათა დაიწყოს ბელარუსის იმ პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და გენოციდზე.
იმის გამო, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) უკვე გასცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ICC-ს, ასევე გასცეს ლუკაშენკოს დაკავების ორდერიც.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press