მოზარდი ჩასული იყო აუზის იმ მონაკვეთში, რომელიც ბავშვებისთვის საბანაოდ განკუთვნილი არ არის,- ამის შესახებ ადვოკატმა, კახა წერეთელმა ჩაქვში, სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში" მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ადვოკატმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, შემთხვევიდან რამდენიმე წამში სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი და მაშველები ადგილზე იყვნენ და მოზარდის გადარჩენას ცდილობდნენ.
"მოხდა უდიდესი ტრაგედია და მინდა, სასტუმროს ადმინისტრაციის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს.
სამედიცინო პუნქტი არსებობს ტერიტორიაზე, როგორც არის წესი. შემთხვევიდან რამდენიმე წამში სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი იყო ადგილზე და ცდილობდა დახმარების აღმოჩენას.
მაშველები დაუყოვნებლივ იყვნენ შემთხვევის ადგილზე. ვალდებულება იმისა, რომ ყოველ აუზთან თითო მაშველი იყოს, ასეთი ვალდებულება არ არსებობს. ის, რაც არის რეგულაციებით გათვალისწინებული, ყველაფერი შესრულებული იყო...
ბავშვი ჩასული იყო აუზის იმ მონაკვეთში, რომელიც ბავშვებისთვის საბანაოდ განკუთვნილი არ არის",- ამბობს კახა წერეთელი.
მისივე თქმით, სასტუმროს ადმინისტრაცია გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს.
ცნობისთვის, გუშინ, 18 ივლისს ჩაქვში, სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისის" აუზში 5 წლამდე ასაკის ბავშვი დაიხრჩო.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press