ამერიკის შეერთებული შტატები ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ყირგიზეთის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესება იგეგმება, რადგან ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ქვეყანა დიდი ხანია, რუსეთს დასავლური სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება.
როგორც Washington Post-ი წერს, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები განსკუთრებულად შეშფოთებულები არიან ყირგიზეთის როლით უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში.
ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ქვეყანა იქცა იმ ბიზნესმენების სახლად, რომლებიც რუსეთის ფედერაციას აკრძალულ აზიურ და დასავლურ პროდუქტს აწვდიან.
ადმინისტრაციის ორი წარმომადგენელი გამოცემასთან ანონიმურად ამბობს, არ არის გამორიცხული, სანქციები მიმდინარე კვირის განმავლობაში დაწესდეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press