Foto

სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და ოჯახმა ლობისტებს საქართველოს დასანქცირება შეუკვეთა - მამუკა მდინარაძე

მიხეილ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და მისმა ოჯახმა თავის ლობისტებს შეუკვეთა საქართველოს დასანქცირება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ავადმყოფობის "გაპიარების გარდა", მისი ლობისტები, ზრუნავენ იმაზე, რომ საქართველო იქნას დასანქცირებული".

„ფარა" არის იმ კანონის ანალოგი, რომელთან დაკავშირებითაც 7-9 მარტს თბილისში იყო აქციები და ასევე იყო მცდელობა ამ შემთხვევაში პრაქტიკულად, წარმატებული, რომ საქართველოში რუსული კანონი დაერქმიათ. ამ კანონის საფუძველზე და მისი მეშვეობით ქართული და საერთაშორისო საზოგადოება იგებს დღეს ამბავს, რომ სააკაშვილის ავადმყოფობის "გაპიარების გარდა", მისი ლობისტები, რომლებიც ამაში მილიონობით დოლარს იღებენ, ზრუნავენ იმაზე, რომ საქართველო იქნას დასანქცირებული. ანუ მიხეილ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და მისმა ოჯახმა თავის ლობისტებს შეუკვეთა საქართველოს დასანქცირება და გასცდა მისი ავადმყოფობის შესახებ "პიარ კამპანიის" ფარგლებს ამგვარად. ასევე, ჩვენ ვიგებთ რეზოლუციების შესახებ ამბავს, რომლითაც ქვეყნის შიგნით და გარეთ "ნაცმოძრაობა" და მისი დავალების მიმცემები ცდილობდნენ საქართველოს დაზიანებას, ხოლო მისი ტექსტი, პროექტი, "დრაფტი" შედგენილია სააკაშვილის ოჯახის და მისი პარტიის დაქირავებული ლობისტების მიერ",- განაცხადა მდინარაძემ.