ზურაბიშვილზე მძლავრი ზეწოლა მიდის, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე სიტყვები "არა და არასდროს" უკან წაიღოს, შეიძლება გაუჭირდეს კიდეც თავის დაღწევა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება.
"რა თქმა უნდა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზურაბიშვილზე, რომ მან სიტყვები უკან წაიღოს "არა და არასდროს", ზეწოლა გაგრძელდება უფრო მძლავრი, თუმცა მე მგონია, რომ იმდენად მყარი პოზიცია აქვს დაფიქსირებული თავის დროზე პრეზიდენტს, რომ ამ სიტყვების უკან წაღება გაუჭირდება და გვარამიას "ქეისიდან" განსხვავებით აქ მისი გადაწყვეტილება ისეთი, როგორიც მასზე ზეწოლის ავტორებს სურთ ალბათ არ იქნება, თუმცა ეს ვარაუდია მხოლოდ. რაც უფრო პრინციპულ პოზიციაზე დარჩება საქართველოს პრეზიდენტი თავის პოზიციაზე, მით უფრო გაძლიერდება მის მიმართ ზეწოლა",- განაცხადა მდინარაძემ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press