რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 სართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და ავტოფარეხებში ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი და ნიკოლაევის მერი ალექსანდრ სენკევიჩი ავრცელებენ.
სენკევიჩის თქმით, შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათგან 9 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"სულ დაშავდა 18 ადამიანი, მათგან 9 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვი. 2 ადამიანი ამოიყვანეს ნანგრევებიდან. სასწაულია, რომ მათ გადარჩენა მოახერხეს",- განაცხადა სენკევიჩმა.
თავდასხმის შედეგად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და 15-მდე ავტოფარეხი დაზიანდა.
ამასთან, როგორც ვიტალი კიმმა განაცხადა, თავდასხმის შედეგად არიან გარდაცვლილებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press