თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი ადამ ჰოჯი აცხადებს, რომ რუსეთი შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე შესაძლო თავდასხმისთვის ემზადება.
ჰოჯის თქმით, კრემლმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა.
"ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის პორტების მისადგომებთან რუსეთმა დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა. გვჯერა, რომ ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა, შავ ზღვაში განხორციელებული ნებისმიერი თავდასხმის გასამართლებლად და ამ თავდასხმების უკრაინისთვის გადასაბრალებლად",- აცხადებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი.
ცნობისთვის, 17 ივლისს რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press