აშშ-დან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან - ვინ დარჩა, უკაცრავად? მოვიდეს და თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა,- ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედთან" ჟურნალისტებს უთხრა, ექსპრეზიდენტი გასინჯა "ყველამ, ვინც საჭირო იყო".
"ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან. ვინ დარჩა, უკაცრავად? რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ უსათუოდ? ყველა, ვინც საჭირო იყო, ჩამოვიყვანეთ, გასინჯეს, ნახეს. აქ გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები და ყველამ ნახა. აღარ ვიცი, ვინ უნდა გასინჯოს კიდევ. თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს“,- ამბობს ალასანია.
ცნობისთვის, გუშინ, 19 ივლისს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არ იქნება წინააღმდეგი, "სააკაშვილის ოჯახმა ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან, ადგილზე სამკურნალოდ".
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press