„ნაცმოძრაობის" ცოდვილობა საზოგადოებამ ყველა არჩევნებზე იხილა - ბელადომანია საქართველოში არის დამთავრებული და ეს უნდა გაითვალისწინონ ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია კრახით დასრულდება.
"სწორედ ევროპული ღირებულებაა სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის უზენაესობა. მათ კარგად უნდა გაითვალისწინონ ის, რომ შესაძლოა, მათ ნახონ გარკვეული მოკავშირეები როგორც ევროპაში, ასევე სხვა კონტინენტზე, მაგრამ დაასრულებენ ისეთივე კრახით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, როგორი კრახითაც სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეს.
ნებისმიერ არჩევნებზე საზოგადოებამ კარგად იხილა „ნაცმოძრაობის" ცოდვილობა, თუ არ ვცდები 8, თუ 9 არჩევნებში მათ ვერაფერი შეძლეს იმიტომ, რომ მათ არღა აქვთ საქართველოს მოსახლეობის ნდობა. ბელადომანია საქართველოში არის დამთავრებული და ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ მართლაც რომ ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა",- განაცხადა ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE".
დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსუ...
უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გრანტე...
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
Mana press