ავსტრალიამ 35 რუსულ ორგანიზაციას და 10 პირს, მათ შორის რუს მინისტრებსა და მაღალჩინოსნებს ახალი სანქციები დაუწესა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ე.წ. შავ სიაში რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი და ვიცე-პრემიერი დმიტრი ჩერნიშენკო მოხვდნენ.
სანქციები დაუწესდათ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ მოწინავე ტექნოლოგიებს, სამხედრო ვერტმფრენებს, აღჭურვილობას აწვდიან შეიარაღებულ ძალებს, ოპერირებენ ბირთვულ ენერგეტიკაში და არქტიკული რესურსების მოპოვებას ახორციელებენ.
„დღევანდელი სანქციები ხაზს უსვამს ავსტრალიის ვალდებულებას, იმუშაოს პარტნიორებთან, რათა შენარჩუნდეს ზეწოლა რუსეთზე და მათზე, ვინც მას მხარს უჭერს“,- ნათქვამია ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პენი ვონგის განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press